XIHO XH-S16 არის ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LiFePO4) აკუმულატორის მოდული საცხოვრებელი ენერგიის შენახვის სისტემებისთვის. მისი ნომინალური ენერგოტევადობაა 16.08 კვტ.სთ (16 076.8 ვტ.სთ), ნომინალური ძაბვა — 51.2 ვ, ხოლო ნომინალური ტევადობა — 314 Ah.
მოდული აწყობილია 16 მიმდევრობით შეერთებული LiFePO4 უჯრედისგან და მუშაობს 43.2–57.6 ვ ძაბვის დიაპაზონში. ჩაშენებული ბატარეის მართვის სისტემა (BMS) იცავს მას გადატენვისგან, ზედმეტი განმუხტვისგან, ზედმეტი დენისა და მოკლე ჩართვისგან, ასევე მაღალი და დაბალი ტემპერატურისგან, ხოლო უჯრედებს შორის ძაბვას აქტიური დაბალანსებით ათანაბრებს.
სტანდარტული დამუხტვის დენია 70 ა, სტანდარტული განმუხტვის დენი კი — 150 ა. მაქსიმალური უწყვეტი დენი დამუხტვისას 150 ა-ს შეადგენს, განმუხტვისას — 200 ა-ს. ინვერტორთან კავშირი RS485 და CAN ინტერფეისებით ხორციელდება.
დამუხტვა დასაშვებია მხოლოდ 0-დან 45 °C-მდე ტემპერატურაზე, განმუხტვა კი — −10-დან 60 °C-მდე.
პარალელურ რეჟიმში BMS-ის კომუნიკაცია თეორიულად 16-მდე მოდულს მოიცავს, თუმცა მწარმოებლის ინჟინრები ოპტიმალური მუშაობისთვის გირჩევენ, სალტის (busbar) მეშვეობით არაუმეტეს 4 მოდული შეაერთოთ. მოდულების მიმდევრობითი შეერთება დაშვებული არ არის. მონტაჟი, ექსპლუატაცია და მომსახურება მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა შეასრულოს.
XIHO XH-S16-ის მწარმოებელია XIHO (Shenzhen Xiho Energy Technology Co., Ltd.). ფოტოებზე ნაჩვენები მოდულის კორპუსზე დატანილია Helios Energy-ის ლოგო.
-
კომპონენტის ტიპიბატარეის მოდული
-
ზომები725 × 440 × 240 mm
-
წონა119 კგ
-
სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი-10°C – +60°C
-
ბატარეის ქიმია
-
ნომინალური ენერგოტევადობა16.077 kWh
-
კავშირი
-
გამოყენება
-
დაცვის ფუნქციები
-
მასშტაბირების ინფორმაცია
-
მონტაჟის შენიშვნები

