მიკროინვერტერი გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად გამოიმუშაოთ ენერგია სივრცის სიმცირის პირობებშიც კი. ის შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ისეთ სისტემებზე, რომლებიც ერთი, ორი ან სამი პანელისგან შედგება და მარტივად მიუერთოთ ქსელს. ZBENY-ის 500 ვატიანი ინვერტერი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, დახვეწილი დიზაინით, გამძლეობთ და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, გარდა ამისა არის შედარებით ბიუჯეტური და ენერგოეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შემცირებულია მასში ენერგიის დანაკარგები. ინვერტერი რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ის შეიძლება სხვადასხვა სიმძლავრის პანელებთან ინტეგრირდეს, თუმცა ამ შემთვევაში შემოთავაზებულია JA Solar-ს 580 ვატიანი მზის პანელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, აღჭურვილია ორმაგი შუშით, ამასთან მისი ზომები თავსებადია მცირე ზომის აივანთანაც.
ინსტალაციისთვის საჭიროა:
1. დროებით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა
2. მიკროინვერტერისა და პანელის ერთმანეთთან დაკავშირება
3. ინვერტერის ქსელთან დაკავშირება, მარტივად ქსელში შეერთებით

