პანელი + მიკროინვერტერი
მიკროინვერტერი უზრუნველყოფს ენერგიის მაქსიმალურ გამომუშავებას
შესაძლებელია მარტივი მონტაჟი, ინსტალაცია და ქსელში ჩართვა ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის აივნიდან, კაბელებისა და დამატებითი მოწყობილობების გარეშე
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი
მაღალი სანდოობა
MPP ტრეკერი თითოეული პანელისთვის
ადაპტირდება ნებისმიერი ზომის სისტემასთან
ონლაინ მონიტორინგის შესაძლებლობა
15 წლიან გარანტია
მიკროინვერტერი გაძლევთ შესაძლებლობას მარტივად გამოიმუშაოთ ენერგია სივრცის სიმცირის პირობებშიც კი. ის შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ისეთ სისტემებზე, რომლებიც ერთი, ორი ან სამი პანელისგან შედგება და მარტივად მიუერთოთ ქსელს. ZBENY-ის 500 ვატიანი ინვერტერი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, დახვეწილი დიზაინით, გამძლეობთ და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, გარდა ამისა არის შედარებით ბიუჯეტური და ენერგოეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შემცირებულია მასში ენერგიის დანაკარგები. ინვერტერი რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ის შეიძლება სხვადასხვა სიმძლავრის პანელებთან ინტეგრირდეს, თუმცა ამ შემთვევაში შემოთავაზებულია JA Solar-ს 580 ვატიანი მზის პანელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით, აღჭურვილია ორმაგი შუშით, ამასთან მისი ზომები თავსებადია მცირე ზომის აივანთანაც.
ინსტალაციისთვის საჭიროა:
1. დროებით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა
2. მიკროინვერტერისა და პანელის ერთმანეთთან დაკავშირება
3. ინვერტერის ქსელთან დაკავშირება, მარტივად ქსელში შეერთებით